მთავარი პოლიტიკა გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” აქციას გამოეხმაურა

გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” აქციას გამოეხმაურა

0 2188

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” აქციას გამოეხმურა. მისი განცხადებით  შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ორი დღის წინ აქციის ორგანიზატორებს შეხვდა და დემონსტრაციის ევროპული ფორმტი მათთან ერთად დაგეგმა:
“მიხარია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ორი დღის წინ შეხვდა აქციის მონაწილეებს და მათთან ერთად დაგეგმა ამ აქციის ევროპულ-თანამედროვე ფორმატში ჩატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც ყველას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ამავე დროს, ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს. ასეთი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და აქციის ორგანიზატორებისა არის ფაქტობრივად ევროპული სტანდარტის დაგეგმვა ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი