განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ჭუბერში ერთი პირი დააკავეს

    0 788

    შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მირიან ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ჭუბერში დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ მირიან ნ-მ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1986 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი