მთავარი განათლება განათლების სამინისტრო ამერიკულ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

განათლების სამინისტრო ამერიკულ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

0 843

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამერიკულ უნივერსიტეტებთან ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამების ამოქმედებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აგრძელებს.

საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ორი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 40-მდე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გრძელდება და კონკრეტული შემოთავაზებების განხილვა მიმდინარეობს. ამ უნივერსიტეტებს შორისაა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ოცეულში შემავალი ჯონს ჰოპკინსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენლებიც სამუშაო ვიზიტით ამჯერად, საქართველოში იმყოფებიან.

ერთ-ერთ წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულების უნივერსიტეტის პროფესორებმა – ედვარდ სჩეინერმანმა და ენდრიუ დუგლასმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან, სადაც მათ სრული ინფორმაცია მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) მიმართულებების სწავლებასთან, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურასთან და ზოგადად ადგილობრივ რესურსებთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჯონს ჰოპკინსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უკვე კონკრეტულ წინადადებებს შემოგვთავაზებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებების ეტაპი მალე დასრულდება და ჯონს ჰოპკინსის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი