ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქობულეთში დედა–შვილი მოიწამლა

    0 697

    ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქობულეთში დედა–შვილი მოიწამლა. ინფორმაციას ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში ადასტურებენ. მედიკოსების განცხადებით, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მადონა ქათამაძე და მისი შვილი, სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამ დროისთვის მადონა ქათამაძე გონს მოვიდა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. რაც შეეხება მის შვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები ამობენ, რომ მის დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ.
    რა გახდა ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაშავებულების მეზობლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ქათამაძეებს გაზის გამათბობელი დაზიანებული ჰქონდათ და მის შეკეთებას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი მოიწამლნენ.
    მედიკოსების ინფორმაციით, დედა–შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი