მთავარი უცხოეთის ამბები ბორის ნემცოვის მკვლელობის გაუხმაურებელი და უცნაური ფაქტები

ბორის ნემცოვის მკვლელობის გაუხმაურებელი და უცნაური ფაქტები

ბორის ნემცოვის მკვლელობა ძალიან აქტუალური თემაა. მსჯელობენ მკვლელობის ბევრ ვერსიაზე. ძალიან უცნაურ სიკვდილსაც კი იწოდებენ და ყველა დეტალს აქცევენ ყურადღებას. სამართალდამცველებს ჯერ არ დაუდიათ საბოლოო დასკვნა, თუ  ვინ მოკლა ან ვისი დაკვეთილი იყო ეს მკვლელობა, ხოლო სანამ ბოლომდე გამოიძიებენ ,ჩვენ წარმოგიდგენთ უცნაურ ფაქტებს ამ საქმესთან დაკავშირებით.

1) სისწრაფე

როგორც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა 23:31:12-ზე ნემცოვი ჯერ კიდევ ცოცხალია და ხიდზე მიდის მეგობარ გოგონასთან ერთად.

d5036dc1db0e100e4e6fd4071165eee0

23:31:16-ზე მკვლელი გამორბის გზაზე და ჯდება თეთრი ფერის მანქანაში.

44b35f6b71a165c0915d1f6633182389

პოლიტიკოსს 6 ტყვია ესროლეს, მათ შორის 4 მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა,ამი  შემდეგ მკვლელი გზაზე გარბის. ამ ყველაფრისთვის მას სულ რაღაც 4 წამი დასჭირდა. საინტერესო ისიც არის,რომ მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან ერთ წუთში 30 ტყვიას ისვრი. თუმცა მაკაროვს უფრო მეტის გასროლაც შეუძლია. ნუ ეს ყველაფერი მაშინ შეიძლება იყოს სწორი თუ მართლაც მაკაროვის ტიპის იარაღიდან ისროლეს. ხოლო თუ ეს არის იარაღი,რომელიც გადაკეთებულია საბრძოლო ტყვიებისთვის, მაშინ გასროლის სისწრაფე უფრო ნელი უნდა იყოს.
ასევე გასათვალისწინებელია,რომ უნდა გაიარო მანძილი. დამნაშავის მანქანის დიაგონალი ათი მეტრია. მანქანების მოძრაობის სიჩქარე 1,6 მეტრია წამში.  ოფიციალური ვერსიით მკვლელი ”ნაბერეჟნის” მხირდან კიბეებით ამოვიდა, გვერდით ჩაუარა, მოტრილდა,ისროლა და გაიქცა. და ეს ყველაფერი ოთხ წამში ხუთი მეტრის დაშორებით მოხდა.

2) კომუნალური მომსახურეობის მანქანა.

მკვლელისთვის კომუნალური მომსახურეობის მანქანა ძალიან კარგ დროს გამოჩნდა. თუმცა ვიდეოზე კარგად არ ჩანს არც მკვლელი და არც მკვლელობა. გამოდის ის,რომ კონუმალური მომსახურეობის მანქანის მისვლა დაემთხვა მკვლელობის იმ დროს, როცა ნემცოვი და ანა დურიცკაია იმყოფებოდნენ კიბეებთან,რომლიდანაც ამოვიდა მკვლელი. დამთხვევაა? თუ მკვლელი საერთოდ არ ამოსულა კიბეებით და ხელმძღვანელობდა კომუნალური მომსახურეობის მანქანით?
თეორიულად ეს შესაძლებელია. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი,რომელზეც არავინ საუბრობს. როდესაც მკვლელი ჯდება თეთრ ავტომობილში ჩანს,რომ ხიდზე მანქანები არ მოძრაობენ და არაა რისკი გამოჩნდეს ვიდეორეგისტრაციის კამერაზე. ამ მომენტში შუქნიშანზე წითელი ფერი ანათებდა თუ ესეც ძალიან კარგი დამთხვევაა?
რაც შეეხება მანქანას. როგორც არხმა”როსია-24-მა” განაცხადა: ”მანქანის პატრონი მეორე დღეს სამსახურში არ გამოჩენილა და ტელეფონიც გამორთული აქვს. მანქანა კი იპოვეს”.

3) გვამის განლაგება

როდესაც ექიმები ნემცოვის გვამს ათვალიერებდნენ ის წევს ზურგზე. ეს ფოტოზეც კარგად ჩანს:

bfe2208022111dd87d56f5be4edbe6e5

გამოძიების ოფიციალურო ვერსიით, ნემცოვს ოთხი ტყვია მოხვდა ზურგში თან არ დაგავიწყდეთ რა სისწრაფით ესროდნენ (ნახეთ 1 პუნქტი), ნემცოვს  ოთხი ტყვია მოხვდა ზურგში 2-3 წამში. წარმოიდგინეთ ოთხი სწრაფი და ძალიან ძლიერ ტალღა ზურგში. გამოდის რომ გვამი უნდა იწვეს მუცელზე და არა ზურგზე.

4) სად არის სისხლი?

ნემცოვმა მიიღო ჭრილობა თავში,გულში,ღვიძლში, კუჭში და ფილტვებში. ოთხი ტყვია მოხვდა მას ტანში. ზურგზე არის სამი შემავალი ჭრილობა ხოლო ორი მუცელში გამომავალი.

aef7e50c8398fa5b2e071ac33a502d06

ოფოციალურად ნათქვამია,რომ სიკვდილიანობა 2 წუთში მოხდა. ერთ წუთში ადამიანის გულს ექვსი ლიტრი სისხლი გადააქვს.თუმცა ფოტოზე არ ჩანს არსად სისხლი. თან ხიდს აქვს დახრილობა საიდანაც სიხლი უნდა იღვრებოდეს.

5) ტყვიების არ დამთხვევა

0e5a8092dd3a1ec83711bd5e43c16b8d

შემავალი ჭრილობა ნომერი 1 მდებარეობს ზურგის ხერხემლის პროექციის მარჯვენა საზღვარზე, მეორე და მესამე ჭრილობა მდებარეობს იღლიის ხაზზე, რომელიც ცხრა და თერთმეტ ნეკნებს კვეთს.
გამავალი ჭრილობა სულ ორია რომელიც მდებარეობს სიმეტრიულად და კვეთს ლავიწის ძვალს და მეცხრე ნეკნს ორივე მხრიდან.

resizedimage

მეორე და მესამე შემავალი ტყვია მკვლელის ერთი პოზიციიდან არის განხორციელებულია,რადგან ის იმყოფებოდა ახლოს და ეს გამომდინარეობს ვიდეორეგისტრატორიდან (ნახეთ პუნქტი 1).მკვლელმა ტყვიები გამოუშვა 4 წამში. ორივე ჭრილობა არის ნეკნებში, მაგრამ არცერთ ფოტოში არ ჩანს რაიმე დეფორმაცია მკერდის და არც გემატომა აღენიშნება.

ღვიძლის დაზიანება სასიკვდილოა. დაზიანებების ცხრილში გულიც მოხვდა. როგორც ჩანს ტყვიების განლაგებით და ტოპოგრაფიური რუქიდან ტყვიების ტრაექტორია ძალიან შორს არის გულიდან თუმცა მხოლოდ თეორიოულად, შეგვიძლია ვიფიქროთ,რომ ერთი ტყვია სიმძიმისგან შეიძლება გულისკენ გადახრილიყო.
კიდე იყო მეოთხე ტყვია,რომელიც თავში მოხვდა თუმცა არსად არ ჩანს ამის კვალი.

6) ტანსაცმელზე ნატყვიარევი არაა

უბრალოდ ფოტოს შეხედეთ ის უკეთ იტყვის სათქმელს.

c30679e76e7ef8c69d454ae67d4553ef

7) თვითმხლიველი.

საინტერესოა ის ფაქტი,რომ კვლელმა ექვსი ტყვია ესროლა ნემცოვს და მის მეწყვილეს არაფერი დაუშავა არც კი მოუნდა მისი მოკვლა. საინტერესოა რატომ არ გააკეთა ეს ? ამ ქალმა ყველაფერი ნახა რაც მოხდა და შეუძლია თქვას ეს. თუმცა ჩვენებაზე უარი განაცხადა. ასევე ნაწილობრივ მეხსიერება აქვს დაკარგული.

ვინ არის ანა დურიცკაია?

ანა დურიცკაიას შესახებ ინფორმაციას  lifenews.ru ავრცელებს. ,,რუსმა პოლიტიკოსმა ბორის ნემცოვმა და უკრაინელმა ფოტომოდელმა ანა დურიცკაიამ ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს. კიევის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტს მალევე შეუყვარდა ასაკით უფროსი პოლიტიკოსი. გოგონას მშობლებს არ მოეწონათ მათი შვილის ურთიერთობა უფროს მამაკაცთან, თუმცა გოგონამ მაინც განაგრძო ბორისთან შეხვედრა. ოპოზიციონერმა, საყვარელ ქალს, მოფერებითი სახელი “ბაუნტი” შეარქვა.  სახელი მისმა და ბორისის მეგობრებმა მალე აითვისეს და ანას ყველა ამ მეტსახელით მიმართავდა.
შეყვარებულები ორ ქალაქში, ორი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. როდესაც კიევში იმყოფებოდნენ, წყვილი ანას ბინაში ცხოვრობდა, მოსკოვში ყოფნისას კი, ქალაქის ცენტრში, ბორისის სახლში ცხოვრობდნენ.
2013 წლის დეკემბერს ანა ბორისისგან ფეხმძიმედ დარჩა. შეყვარებულთან კონსტულტაციის შემდეგ დურიცკაიამ მიიღო გადაწყვეტილება და 2014 წლის იანვარში შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში არასასურველი ნაყოფი მოიშორა. მაშინ ოპერაციის თანხები მთლიანად ბორის ნემცოვმა დაფარა” 

რუსული ტელეკომპანია НТВ  გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის მოწმე გოგონა ანა დურიცკაია, მკვლელობის შემდეგ, ნემცოვის სახლში მიდის. ტელევიზიის ინფორმაციით, მან თავისი ნივთები წაიღო.აღნიშნული ფაქტი საცხოვრებელი კორპუსის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. როგორც ვიდეოში ჩანს, დურიცკაია, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, ნემცოვის სახლში საკუთარი ნივთების წასაღებად მივიდა. მასთან ერთად რამდენიმე მამაკაცი იმყოფება, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ. ერთ-ერთი მამაკაცი დურიცკაიას ხელჩანთას ართმევს და შავ ავტომობილში დებს. ამის შემდეგ მანქანა უცნობი მიმართულებით იძვრება.

 

ანა დურიცკაია ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალს არ დასწრებია.3 დღე-ღამის განმავლობაში ბორის ნემცოვის მკვლელობიდან,3 დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის მოქალაქე ანა დურიცკაია მოსკოვში იმყოფებოდა და ხდებოდა მისი მოწმის სახით დაკითხვა. მშობლიურ უკრაინაში დაკითხვის შემდეგ დაბრუნდა.

შეიძლება, აქ რაც დაიწერა ყველაფერი ტყუილი იყოს ან შეიძლება პირიქით ყველაფერი ჭეშმარიტი, რადგან სინამდილეში რაც მოხდა მხოლოდ მკვლელობის შემკვეთმა და შემსრულებელმა იცის. ვერსიები საკმაოდ ბევრია, ეს სტატია მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს ეხებოდა. ვერსიებსა და მკვლელობის მოტივებს რაც შეეხება , ეს ცალკე განსახილველი თემაა. ლოგიკურ აზროვნებას თუ სუფთად გავყვებით, ლოგიკურია ხელისუფლებამ მოიშოროს ოპოზიციონერი, ან მომავალში პოტენციური ოპოზიციონერი. ამ ლოგიკით უდავოდ პუტინის ქმედება გამოიკვეთება, ანუ ლოგიკურად შესაძლოა მოიშოროს ის ვინც მისთვის არა სასურველია, მაგრამ ან-ან პრინციპი ლოგიკაში გულისხმობს იმას, რომ დაშვებულია ორი მოსაზრება , ეს ან პუტინის განხორცილებული ქმედებაა ან არა, ძალიან მარტივი ლოგიკით შესაძლოა ეს ნამდვილად ასე იყოს, მაგრამ შესაძლოა იმიტომ მოკლეს , რომ სწორედ ამ მარტივ ლოგიკამდე მისულიყო საზოგადოება, რადგან მსგავს სიტუაციებში, ალბათობით ყველაზე მეტად შესაძლოა იფიქრო მასზზე ვინც ყველაზე საეჭვოა, მაგრამ განახორციელოს მან ვისზეც ეჭვს ვერასდროს ვერ აიღებ, ეს ფსიქოლოგიაშიც დადასტურებულია. ამ საქმის არ გახსნა პირველ რიგში პირველ დებულებას დაადასტურებს, რაც რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს, რამდენად კარგად აქვს პირად კონტროლზე აყვანილი ეს საქმე ვლადიმერ პუტინს, რადგან რეალურად პარადოქსული სიტუაციაში აღმოჩნდება თუ არ გაიხსნება ეს საქმე უფრო და უფრო გამყარდება პირველი ვერსია. მეორე ვერსია კი თავისთავად პირველს ეწინააღმდეგება და მეორე დებულების დამტკიცებით , ის მაინც გვეცოდინება რამდენად ჭეშმარიტია პირველი დებულება. არის მესამე ვერსიაც და ეს ვერსია სწორედ მოდელ ანი დურიცკაიას უკავშირდება, მის პირად ცხოვრებასა და კონტაქტებს უკრაინელებთან და არა მარტო უკრაინელებთან.

ამ სტატიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ფაქტებზე გავამახვილეთ, რაც შეეხება მკვლელობის ვერსიებსა და მოტივებს ეს ცალკე განსახილველი თემაა შესაბამისად მხოლოდ ლოგიკური ვერსიებით შემოვიფარგლეთ.

 

მოამზადა: მარიამ ქობულიამ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი