მთავარი პოლიტიკა ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ნაციონალური მოძრაობა ქობულეთის გამგეობას ადანაშაულებს

ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ნაციონალური მოძრაობა ქობულეთის გამგეობას ადანაშაულებს

“ქამრების შემოჭერის ფონზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა რბილ ავეჯს, კარადებსა და კომპიუტერებს ყიდულობს“ , – ამის შესახებ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს. დავით ბაგრატიონის თქმით, მიმდინარე წლის მარტის თვეში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და ის 10000 (ათი ათასი) ლარით გაიზარდა. შეიქმნა ახალი აიპი სამსახური, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები დასაქმდნენ. სახელისუფლებო ოპოზიციის ბრალდებებს აფსურდუს უწოდებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება რამდენიმე სკამის, მაგიდისა და კარადის შეძენას, რომელიც აუცილებელი იყო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც კონკურის დასრულების შემდეგ დასაქმდნენ უწყებაში. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი ცეცხლაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მუშაობა ფეხზე დგომით უწევთ. რაც შეეხება “ აიპისს“ იქ „ქართული ოცნების“ აქტივისტები არ არიან დასაქმებულები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი