მთავარი სპორტი ბათუმში სტადიონის პროექტში ესპანურმა კომპანიამ გაიმარჯვა

ბათუმში სტადიონის პროექტში ესპანურმა კომპანიამ გაიმარჯვა

1 2757

დღეს, ბათუმის ყინულის სასახლეში სტადიონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ წარმოდგენილ 11 პროექტს შორის ესპანურ პროექტზე შეაჩერა არჩევანი, რომლის ღირებულება 579 00 ლარს შეადგენს და ის 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. ბათუმში მრავალფუნქციური საფეხბურთო სტადიონი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკამყოფილებს, ლეონიძის ქუჩაზე აშენდება.

10574484_895421907171394_4017104149770551923_n

აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის განცხადებით, ესპანური პროექტის შერჩევა აღნიშნული ქვეყნის საფეხბურთო მიმართულებით განვითარებამ განაპირობა, რომელთა მაგალითიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რეგიონისთვის. მინისტრის თქმით, მაქსიმალურად მოხდება იმ სტანდარტების დაცვა, რაც პროექტშია წარმოდგენილი:
– „ჩვენი ამოცანაა, პროექტის განხორციელება სამი თვის ვადაში დავიწყოთ, შევთანხმდებით სამშენებლო კომპანიასთან, რომ პროექტები ეტაპობრივად წარმოადგინოს, რადგან შესაძლებელი იყოს კონკრეტული სამუშაოების დროულად დაწყება. სტადიონის მშენებლობის ღირებულება 20 მილიონ დოლარს შეადგენს შესაძლებელია თანხები გაიზარდოს, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ. ეს იქნება ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად გახდება ბათუმის სიმბოლო “- აღნიშნულის შესახებ, სტადიონის პროექტის პრეზენტაციაზე მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ ხაბაძის თქმით, სტადიონის მშენებლობის პროექტზე ორი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა:
– „ ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქტიურად აცხადებდა, რომ ბათუმში სტადიონი აშენდებოდა, თუმცა ჩვენს ოპონენტებს ეს არ სჯეროდათ. 2017 წლისათვის ბათუმი, როგორც ტურისტული ასევე სპორტული ქალაქი იქნება. მისივე თქმით, მოედანზე სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრებები ჩატარდება, მათ შორის გაიმართება ფეხბურთის, მძლეოსნობისა და ფრენბურთის შეჯიბრებები. სტადიონი UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებს უპასუხებს და იგი მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით IAAF–ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სტადიონის ავტოსადგომი 2000 მანქანას დაიტევს“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

11022540_895422190504699_1409057273467496910_n

ბათუმის დინამოს პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინმა თანაქალაქელებს დღევანდელ დღე მიულოცა, მისი განცხადებით სტადიონის უქონლობის გამო, ბათუმში ფეხბურთი არ არსებობდა, დღევანდელი დღე კი ბათუმელებისთვის ისტორიულია , ახალი სტადიონის მშენებლობა კი ბევრ სასიკეთო ცვლილებას მოიტანს ქალაქისთვის.
„ის ოცნება, რაც მეც და ჩვენს თანაქალაქელებს გვქონდა სტადიონთან დაკავშირებით შესრულდა“ – გვითხრა ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა. მისი თქმით, პროექტი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია და იგი 22 წევრიანმა კომისიამ შეარჩია. მისივე განცხადებით პროექტი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, რომლის მშენებლობაც ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

11029390_895421920504726_2207009742340722131_n

სტადიონი ლეონიძის ქუჩაზე 8.4 ჰექტარზე განთავსდება, მისი ფართობი 39 000 კვ.მეტრს მოიცავს. საცალფეხო გზას 42 100 კვ მეტრი, ხოლო ფრენბურთის პავილიონისთვის 3600 კვ. მეტია გამოყოფილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. რაც შეეხება მშენებლობას იგი 2017 წელს დასრულდება
სტადიონის პროექტის პრეზენტაციას აჭარის რეგიონის პირველ პირებთან ერთად, სპორტსმენები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1 კომენტარი

  1. კომისიამ წარმოდგენილ 11 პროექტს შორის ესპანურ პროექტზე შეაჩერა არჩევანი, რომლის ღირებულება 579 00 ლარს შეადგენს და ის 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. :D :D აშკარად რაც არ შეესაბამება მონაცემები მოცემულ სტადიონს D: :D

დატოვეთ კომენტარი