მთავარი პოლიტიკა ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გამოჩნდა

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გამოჩნდა

“ჩვენ გვახსოვს 26 მაისი”, “ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში,” – ბათუმის ქუჩებში დღეს მიხეილ სააკაშილის ფოტოები გამოჩნდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები წამოწყებულ კამპანიას 21 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციას უკავშირებენ. გიორგი კირთაძის განცხადებით, საკმაოდ მაღალი ხარისხის პლაკატები გუშინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებსა და ქალაქის მერებს დაურიგა. „ბათუმი სანიმუშო მაგალითი აღმოჩნდა, გიორგი ერმაკოვმა კი დავალება ხუთიანზე შეასრულა, – აცხადებს ბათუმის საკრებულოს დეპუტატი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პლაკატები ყველაზე მრავლად ე.წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზეა განთავსებული. ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ დაპირებული საქმეები შესრულდეს და ლარის კურსი გამყარდეს, საქართველოს მთავრობა სამარცხვინო საქმეებს სჩადის, რადგან აგონიაშია“, – აცხადებს კირთაძე.

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი