მთავარი ბიზნესი ”ბათუმი თაუერზე” გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდება

”ბათუმი თაუერზე” გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდება

0 886

ობიექტის საწყისი ფასი 25 მილიონი აშშ დოლარია. აუქციონზე გატანილია 4504 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება.
ინვესტორმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში 8 მილიონი აშშ დოლარი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში კი 15 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს. ”ბათუმი თაუერის” მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობაში თავდაპირველად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო. 35-სართულიანი შენობა 188 მეტრი სიმაღლისაა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი