მთავარი რეგიონი აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან

აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან

0 1375

ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოსთან 28 წლის მაიკო ვერძაძის ახლობლები არიან შეკრებილები და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მშობიარე მაიკო ვერძაძის ნაყოფი მედიკოსების დაუდევრობის გამო დაიღუპა. ვერძაძის ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტი ბათუმის სამშობიარო სახლში ნორმალურ მდგომარეობაში მიიყვანეს, თუმცა არასწორი მკურნალობის შედეგად ბავშვი დაიღუპა, ხოლო მოგვიანებით კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა თავად დედაც.ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი თხოვნის მიუხედავად ექიმებმა თავდაპირველად უარი თქვეს დაღუპული ნაყოფის ამოსაყვანად საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ, სიტუაციის გართულების შემდეგ კი ოპერაცია მაინც გაუკეთეს. საკეისრო კვეთის შემდეგ კი პაციენტს ხელმეორე ოპერაცია დასჭირდა. მათივე თქმით, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე მაიკო ვერძაძე რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საკითხთან დაკავსირებით, ბათუმის რეფერალური საავამდმყოფოს დირექტრი თამარ მხატვარი ამბობს, რომ პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გუშინ დილით გადაიყვანეს, რომელიც ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. სამშობიაროს დირექტორის ნუკრი ბეჟანიძის ამბობს, რომ პაციენტი სამშობიაროში 20 მარტს დამძიმებული მდომარეობით შევიდა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო ამიტომ საჭირო იყო ოპერაცია.
ამ დროისათვის ვერძაძის ახლობლებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ხვდებიან

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი