ამ წუთებში, ბათუმში, სასტუმრო შერატონში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს

    0 1132

    ამ წუთებში, ბათუმში, სასტუმრო შერატონში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ბიზნეს ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ეკონომიკის მინისტრი, ნიჰათ ზეიბეჩქისთან და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი, შაჰინ მუსტაგაევი ესწრება.

    11025186_10155314713215613_124728030454028037_n

    ფორუმში ქართული, თურქული და აზერბაიჯანული კომპანიების 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქოების, ტელეკომუნიკაციების, ტექსტილისა და მრეწველობის სფეროს წარმომადგენლები არიან.

    ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ე.წ. B2B შეხვედრებიც, სადაც სამივე ქვეყნის ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილონ.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი