მთავარი სამართალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ამნისტია ძალაში შევიდა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ამნისტია ძალაში შევიდა

0 1879

კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა მომზადებული, რაც  ადმინისტრაციული ჯარიმები ამნისტიას ითვალისწინებს ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ ამნისტიის კანონის მიხედვით ის პირები, რომლებმაც  2015 წლის 1 იანვრადმე მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ იმგზავრეს, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად თავისუფლდებიან.

ამ დროისთვის გამოცხადებული ამნისტიის შედეგად 20850 პირი ჯარიმებისაგან თვისუფლდება, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით  21000-ზე მეტი საქმეა  “აღსრულებისეროვნულიბიუროს” წარმოებაში.

ასევე მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ აღნიშნული პროექტის დადებით მხარეებზე, რაც ერთის მხრივ გარკვეულ ფინანსურ შეღავათს უკაშირდება, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ძირითადად, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია დაჯარიმებული. მეორეს მხრივ სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ოდენობის ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვისაგან.

2014 წლის ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ მიმდინარე საქმეების ინვენტარიზაციის შედეგებს გაეცნო, აღმოჩნდა, რომ აღსასრულებელი საქმე სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ საზოგადოების ნაწილს ეხებოდა, რის შემდეგაც მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ჯარიმების აღსრულებაზე ამნისტია გამოცხადებულიყო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი