მთავარი მსოფლიო ჯიჰადისტებმა 21 ეგვიპტელ ქრისტიანს თავი მოკვეთეს

ჯიჰადისტებმა 21 ეგვიპტელ ქრისტიანს თავი მოკვეთეს

რადიკალურ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანი ეგვიპტელი დახოცეს, რის შემდეგაც ინტერნეტით გაავრცელეს მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა. ვიდეოში ჩანს მძევლებისთვის თავის მოკვეთა და ერთ-ერთი მებრძოლის მიმართვა ქრისტიანულ სამყაროს – “ჯვაროსნებს უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ”. ეგვიპტელი მუშები ისლამისტებმა დეკემბერსა და იანვარში ლიბიის ქალაქ სირტედან გაიტაცეს.

ეგვიპტის ხელისუფლებამ მძევლების მკვლელობის გამო, ქვეყანაში ერთ კვირიანი გლოვა გამოაცხადა, ხოლო ლიბიაში დაჯგუფების საწვრთნელი ბანაკები და იარაღის საწყობები დაბომბა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი