მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ !

ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ !

რუსეთის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტმა უკრაინელი სტუდენტების მიერ გავრცელებული საპასუხო ვიდეო გადაიღეს : “შეუძლებელია, რომ სიმართლის მხარეს არ ვიყოთ.
ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ყველა სტუდენტის სახელით, ჩვენ ვსაუბრობთ თანამოაზრეების სახელით. უკრაინის სტუდენტებო, დიდი მადლობა, რომ მოგვმართეთ. ჩვენ გვრცხვენია, რომ ჩვენმა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია და კრიმის ნახევარკუნძული დაიპყრო. ჩვენ გვრცხვენია ამ გამოუქვეყნებეული, კრიმინალური ომისთვის, სადაც ათასობით ჩვენი თანამემამულე იღუპება. ჩვენ გვრცხვენია, იმის გამო, რომ უკრაინის მოქალაქეებს უკანონოდ რუსეთის ციხეებში აჩერებენ, გვაპატიეთ! გვაპატიეთ ! გვაპატიეთ! ჩვენ ქვეყნებს შორის დიდი უფსკრული ჩნდება და ჩვენ სტუდენტები, ახალგაზრდა თაობა ვიქნები მშვიდობის ხიდი. ინფორმციული ომი არ წყდება. სიძულვილი და აგრესია საზოგადოებაში დღითიდღე მატულობს. ყველას არ შესძლებია ფიქრი და გადამოწმება, ეჭვის შეტანა. მაგრამ ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, რადგან ინფორმაციულ ომში დანაშაულია, როდესაც სიმართლის მხარეს არ ხარ. მაგრამ ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, რადგან არ ვეთანხმებით ახალ რეალობას, ყოველდღიურ ომს, ათასაბოთ იძულებით გადაადგილებული და მოტყუებული თანამოქალაქეების მდგომარეობას. არ უპასუხოთ სიძულვილს სიძულვილით. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს! ჩვენ უარვყოფთ ომს! გვინდა, რომ ჩვენმა შვილებლა და შვილიშვილებმა მეგობრულად იცხოვრონ, ხოლო რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანად. ეს ომი ვისთვისაც არ უნდა იყოს მომგებიანი, ის არასდროს იქნება მომგებიანი რუსეთისა და უკრაინის ხალხისთვის. ჩვენ ერთად ყველაფერი იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ ომი შევწყვიტოთ! ”

ნინი მაჭავარიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი