მთავარი საერთო შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-4 ასეულის პატრულ-ინსპექტრორებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქციის „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში სისხლი კვლავ გაიღეს.
შს სამინისტრო უკვე მეორე წელია მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ აქტიურად თანამშრომლობს და უწყებასათან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გარდა წინასწარ დაგეგმილი აქციებისა, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკულ სიტუაციებში, შეტყობინებისთანავე აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის გადასარჩენად.
აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

leikemia2

leikemia

leikemia3

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი