ქართველ სტუდენტებს ესტონეთში სწავლის საშუალება ეძლევათ

    0 637

    რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესტონეთის დელეგაციის ვიზიტი ქობულეთის პროფესიული კოლეჯის ”ახალი ტალღა”-ს ხელმძღვანელებთან. შეხვედრა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია. მათ განიხილეს პროგრამა, რომელიც ქართველის სტუდენტების ესტონეთში, ქალაქ ფაელდოს პროფესიულ სასწავლებელში გაცვლითი პროგრამით სწავლას გულისხმობს. ”-ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, ქართველი სტუდენტები ესტონეთში, საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის პროფესიას დაეუფლებიან.”- განაცხადა ”ახალი ტალღის” დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი