მთავარი ეს საინტერესოა საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა

საქართველო ვებ- ჟურნალ presscave -ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების 2014-2015 წლის რეიტინგის top ათეულში მოხვდა. როგორც ჟურნალშია აღნიშნული ,ათეულის შედგენისას გაითვალისწინეს ქვეყნებში არსებული დანაშაულის დონე, ასევე სტიქიური უბედურებები, ეკონომიკური კრიზისი, კორუფცია და სხვა ელემენტები.
საქართველო ათეულში მეექვსე ადგილზეა, მიზეზები რის გამოც ამ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა არის ის ,რომ აქ ადამიანს შეუძლია ,როგორც დღისით, ასევე ღამით უსაფრთხოდ გადაადგილდეს,რაც შეუძლებელია ბევრ სხვა ქვეყანაში. დაბალია ქურდობის, ტერორიზმის, მკვლელობის საფრთხე. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო საუკეთესო ადგილის ტურისტებისთვის, რადგან დაცულია მათი უსაფრთხოება. ამ ქვეყანაშ ნახავ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ეროვნულ პარკებს და სხვა მრავალ საინტერესო და ლამაზ ადგილებს.

აღნიშნული top ათეულის სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება :
1. ისლანდია
2.ტაივანი
3.დანია
4.ავსტრია
5.ახალი ზელანდია
6.საქართველო
7.კანადა
8.იაპონია
9.ნორვეგია
10.სინგაპური

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი