მთავარი ეკონომიკა საქართველოში იურიდიული პირი ფულადი გზავნილებით სარგებლობას ვერ შეძლებს

საქართველოში იურიდიული პირი ფულადი გზავნილებით სარგებლობას ვერ შეძლებს

0 1895

საქართველოში ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა მხოლოლდ ფიზიკური პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში რომლის ავტორი საქართველოს ეროვნული ბანკია, ხოლო ინიციატორი მთავრობა, “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” კანონს ახალი პუნქტი ემატება, რომლის მიხედვითაც ფულადი გზავნილის დეფინიცია იცვლება.

აღსანიშნავია, ასევე რომ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

„ ხშირად ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც იურიდიული პირის მიერ საზღვარგარეთიდან გზავნილილის გამოგზავნა ხდება, თუმცა კანონით გათვალისწინებული განმარტების თანახმად, ფულადი გზავნილი საგადახდო მომსახურებაა, რომლის დროსაც გადამხდელი და მიმღები შეიძლება მხოლოდ ფიზიკური პირი იყოს, ვერ ხერხდება მათთვის ფულადი გზავნილის სტატუსის მინიჭება და მისი ერთიან სტატისტიკაში ასახვა. აღნიშნული ცვლილება კი საშუალებას გვაძლევს მსგავსი ტიპის გზავნილი ფულადი გზავნილის განმარტების ქვეშ მოექცეს და ერთიან სტატისტიკაში ასახვას დაექვემდებაროს. ამავე დროს აღნიშნულია, რომ  იურიდიულ პირს, როგორც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა ეკრძალება“, – ნათქვამია პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი