საპროტესტო აქცია გონიოში

    0 916

    ამ წუთებში, გონიოში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მათ მიწები საკუთრებაში გადასცეს, შემდეგ კი ჩამოართვეს. მიწები, რომელიც გონიოელების პროტესტის მიზეზი გახდა გონიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. აღნიშნული ტერიტორიების დიდ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი იცავს, ნაწილზე კი ხელისუფლება ტურისტიული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს.

    აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. არჩილ ხაბაძემ მათ ალტერნატიული ტერიტორიები და არსებული მიწების თანაბრად გადანაწილება შესთავაზა, რაც აქციის მონაწილეთა უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბოლო ინფორმაციით, ამ წუთებში რეგიონის პირველი პირი და აქციის მონაწილეები მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ და აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი