მთავარი საზოგადოება პრეზიდენტმა,არქიმანდრიტი ილია კარტოზია, სიკვდილის შემდეგ გმირობისთვის დააჯილდოვა

პრეზიდენტმა,არქიმანდრიტი ილია კარტოზია, სიკვდილის შემდეგ გმირობისთვის დააჯილდოვა

ქვეყნის პირველმა პირმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“ დააჯილდოვა.გიორგი მარგველაშვილმა არქიმანდრიტის ოჯახს ჯილდო პირადად გადასცა და მათ მადლობა გადაუხადა მამა ილიას თავდადებისთვის.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რთულია საქართველოს ისტორიაში ჩაწერო შენი სახელი მაშინ, როდესაც სამშობლოსთვის ამდენი თავდადებული წმინდანი და გმირია, თუმცა მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი რწმენითა და გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა, რაც მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვისაც.
მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 დეკემბერს გარდაიცვალა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი