მთავარი კულტურა თეატრი „ნული საათი“ ქართულად იდგმება

„ნული საათი“ ქართულად იდგმება

2015 წლის 5, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „ნული საათის“ ქართული დადგმის საპრემიერო ჩვენება გაიმართება. ეს სპექტაკლი არის ბრიტანული ეკრანიზებული თეატრის სრულიად არაჩვეულებრივი და ინოვაციური ნიმუში. აღნიშნული წარმოდგენა საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იდგმება.

ფილმის ჩარჩოებში მოქცეული, რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი“, ორიგინალური შერწყმაა ცოცხალი წარმოდგენის წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან და ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.

„ნული საათი“ არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე. ამ პრემიერაში ჩვენ წარმოვაჩენთ კომპანიის “imitating the dog” (ITD) ერთგვარ ხელწერას, სავიზიტო ბარათს და რაც ჩვენი ღრმა რწმენით ქართულ აუდიტორიასა და თეატრალებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესძენს. მაყურებელს შეუძლია დიდ ეკრანზე ნახოს ცოცხალი შესრულება, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის.

„ნული საათი“ მოგვითხრობს ჩახლართულ ამბავს და გვიჩვენებს ისტორიის რაღაც მომენტმა თუ წამმა რამდენად განუსაზღვრელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ორომტრიალში ჩათრეულებს. ეს წარმოდგენა ამავდროულად არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი (სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით) და უშუალოდ ახდენს imitating the dog კომპანიისთვის დამახასიათებელი ინოვაციური თხრობის დემონსტრირებას.

„ნული საათი“, მისი დადგმა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის imitating the dog, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი