მთავარი სპეც რუბრიკა უკრაინა მინსკში თექვსმეტ საათიანი მოლაპარაკებების შედეგი

მინსკში თექვსმეტ საათიანი მოლაპარაკებების შედეგი

მინსკში თექვსმეტი საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოოდ მიიღეს ორი ხელშეკრულება. პირველი გულისხმობს,რომ კომპლექსურად გამოიყენონ მისკში მიღებული შეთანხმება.შემქნელები არიან ის საკონტაქტო ჯგუფი,რომელიც უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად არიან.

ხელშეკრულება გულისხმობს კომფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანას და ცეცხლის შეწყვეტას. ასევე წერია, ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფორმები უკრაინაში, მოხდეს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და კომფლიკტის ზონას ცალკე სტატუსი მიენიჭოს.
მეორე ხელშეკრულება გახლავთ ის დეკლარაცია,რომელიც მხარს უჭერს მისნკში მიღებულ შეთანხმებას,რომელიც ”ნორმადიის ოთხეულმა” ( საფრანგეთმა,რუსეთმა უკრაინამ და გერმანიამ) მიიღო. პირველი ხელშეკრუებაში ანუ საკონტაკტო ჯგუფის შექემნილ დოკუმენტში ცამეტი პუნქტია,რომელშიც უმთავრესია ცეცხლის შეწყვეტა არაუგვიანეს თხუთმეტი თებერვლის ღამეს. ასევე მძიმე ტექნიკის გაყვანა დომბასიდან. უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტიდან მეორე დღეს და დასრულდეს თოთხმეტ დღეში. სავალდებულოა შეიქმნას უსაფრთხოების ზონაც. ასევე საყურადღებოა მეთერთმეტე პუნქტიც,რომელიც გულისხმობს იმას რომ,კონფლიქტის ზონის საზღვრები უკრაინის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და ჩაატარდეს იქ ადგილობრივი არჩევნები. დოკუმენტში არის კიდევ ერთი პუნქტი რომლის მიხედვითაც კიევი დომბასის კონფლიქტის ზონებში ბანკების სისტმას გაანახლებს. ამ სისტემას გერმანია და საფრანგეთიც დაეხმარება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი