მთავარი პოლიტიკა იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა

იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა

0 2258

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშივილი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 
მეფარიშვილს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია. მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია სურდა თანამდებობიდან წასვლა და პრემიერ-მინისტრს სთხოვდა, მისი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. თუმცა, ამ დრომდე მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა, ამიტომ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. 
ზაზა მეფარიშვილის თქმით, მას არანაირი შემოთავაზება არ აქვს და ჯერჯერობით არ იცის სად გააგრძელებს საქმიანობას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი