მთავარი სამართალი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ ძაძამიას დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ ძაძამიას დაკითხავენ

0 2237

ზურაბ ჟვანიას არსებითი საქმის განხილვა გაგრძელდება დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ და ექსპერტის ლევან ჩიჩუას ეპიზოდზე იმსჯელებენ. პროცესზე ასევე დაიკითხება დაცვის ორი მოწმე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. თავად ლევან ჩაჩუას დაკითხვა, მომდევნო პროცესზე იგეგმება. შეგახსენებთ , წინა სასამართლო პროცესზე დაკითხული იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი კობა ხარშილაძე.

მან პირველად ისაუბრა  ზურაბ ჟვანიას ცხედარის ტუჩზე აღმოჩენილ ნაჭდევზე. ხარშილაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაჭდევი პრემიერმინისტრს მან მიაყენა.  მისი თქმით, დაზიანება ზურაბ ჟვანიას მის მიერ,  ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას გაუჩნდა.„რაც შეეხება ტუჩთან ნაჭდევს, ეს მოხდა მაშინ, როდესაც ვუტარებდი ხელოვნურ სუნთქვას“ – განაცხადა კობა ხარშილაძემ.

2014110123324314

მისივე თქმით, ბინაში, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაიცვალნენ, საკმაოდ არაორდინალური სიტუაცია იყო და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად გადაწყვიტა, უსუპოვი შემთხვევის ადგილიდან მოეშორებინა.

“უსუპოვი პრემიერისგან მოშორებით ეგდო, იყო არაორდინალური სიტუაცია და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, მოვიფიქრე შემდეგი გეგმა: რაულ უსუპოვის ცხედარი მე და მიხეილ ძაძამიამ გავიტანეთ ბინიდან და ჩავდეთ მანქანაში. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ მივხდი, რომ ეს იყო აბსურდული გეგმა და ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ. დავაწვინეთ იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში როგორც იყო. ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ამ გატანის დროს გაძვრა და ასევე შარვალიც, სავარაუდოდ ამ დროს დაესვარა”, – განაცხადა ხარშილაძემ.

6a5054f671c2181b2e094f3af0167bc7

ხარშილაძის განმარტებით ყველაფრის შემდეგ მან გიორგი ბარამიძესთან დარეკვა გადაწყვიტა,  შემდეგ კი დაურეკა პრეზიდენტს და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველი ორგანოები.

“მე ვიყავი სახლში. დამირეკა მიხეილ ძაძამიამ და მითხრა, რომ ზურა იყო უგონო მდგომარეობაში. გავემართე შემთხვევის ადგილზე, თუმცა გზაზე მანქანა გამიფუჭდა. ამის შემდეგ ბინიდან მოშორებით მომაკითხა ძაძამიამ და შემთხვევის ადგილზე მიმიყვანა. როდესაც მივედი, ფანჯრიდან დავინახე, რომ ბატონი პრემიერი უგონოდ გამოიყურებოდა. ვერ გავაღეთ კარი, შემდეგ ავძვერი გისოსებზე და ძაძამიას დახმარებით მოვაგლიჯე ეს გისოსები და შევედი ბინაში”, – განაცხადა ხარშილაძემ სასამართლო პროცესზე.

მოამზადა: მარიამ ქობულიამ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი