მთავარი საზოგადოება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „თბილისი 2015-ისთვის განკუთვნილი მშენებარე ობიექტები დღეს გაიხსნა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „თბილისი 2015-ისთვის განკუთვნილი მშენებარე ობიექტები დღეს გაიხსნა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „თბილისი 2015“-ისთვის განკუთვნილი მშენებარე ობიექტები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან და „თბილისი-2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა. 
პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლის, „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე სპორტული ობიექტების და თსუ მაღლივ კორპუსთან სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს. ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა მაისში დასრულდება.
„ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და მთელი მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ ის ღირსეულად ჩავატაროთ. შენდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელსაც შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები გამოიყენებენ. დიღომში იქმნება პრაქტიკულად ახალი უბანი, რომელსაც პირობითად დავარქვით „ახალი თბილისი“. სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, იმისთვის, რომ მაისის ბოლოს ყველა ობიექტი იყოს დასრულებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისის მერის განცხადებით, მშენებლობა ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს და გაზაფხულის დაწყებასთან ერთად პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. „თბილისის მერია მუშაობს რამდენიმე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე. ყველაზე დიდი სამუშაო ჩვენ შევასრულეთ. უკვე დასრულებულია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის წყალმომარაგების პროექტი. ამჟამად ვმუშაობთ კანალიზაციის 13 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც რამდენიმე სექციად დავყავით და აპრილის ბოლოს ამასაც ჩავაბარებთ. ასევე აქტიურად ვმუშაობთ დიღომში, ოლიმპიური კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე უმასპინძლებს. საქართველოს 4000-მდე სპორტსმენი და 7000-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი ეწვევა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი