დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა

    0 1472

    საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი ,მძიმე ავადმყოფობის შედეგად  გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გამოთქვა დეპუტატის გარდაცვალებასთან დაკავშირებით: ,,ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების შესახებ. მისი სახით მისმა ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი. ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”

    პარლამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, თამაზ ავდალიანი 1964 წლის 16 სექტემბერს დაიბადა. ის ამ მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” პარტიული სიით შევიდა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი