მთავარი ეს საინტერესოა დევიდ ბექჰემმა ბავშვების დასახმარებლად ფონდი “7” შექმნა

დევიდ ბექჰემმა ბავშვების დასახმარებლად ფონდი “7” შექმნა

დევიდ ბექჰემმა, როგორც უკვე მეათე წელია იუნისეფის კეთილი ნების ელჩმა შექმნა ფონდი “7”, რომლის მიზანია დაიცვას მილიონობით ბავშვი საფრთხისგან. ეს არის ბექჰემისა და იუნისეფის ერთობლივი ფონდი,რომელიც 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოჰყოფს 3 წლის განმავლობაში იუნისეფის შვიდივე რეგიონის დასახმარებლად.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სოციალური ინკლუზიის თემის გააქტიურება იგეგმება, ძირითადი აქცენტით დაუცველ ბავშვებზე. საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ეთნიკურ უმცირესობებსა და მიგრანტებზე. ფონდი იზრუნებს ამ ბავშვების სკოლაში დარჩენასა და უკეთესი მომავლისთვის აუცილებელი სასიცოცხლო უნარების გამომუშავებისთვის.

ბექჰემმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ ბავშვებზე ზრუნვა 2015 წლის პრიორიტეტად აქციონ.ფეხბურთელმა ამ სიტყვებით მიმართა ყველას : “ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ძალადობა, ბავშვთა სიკვდილიანობა და სიღარიბე”

“ყველაფერი რაც გამიკეთებია, ჩემი საფეხბურთო კარიერა, ჩემი ოჯახი, ეს ყველაფერი მიმიძღვოდა ერთი წერტილისკენ-ეს არის წუთი იმისთვის, რომ რაც შემეძლება გავაკეთო ბავშვების დასახმარებლად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სწორედ ამით მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ჩემით იამაყონ” დაამატა ოთხი შვილის მამამ.

10942605_894375540608981_3035718401102793398_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი