მთავარი სამართალი ბათუმში სატვირთო ავტომობილები გაძარცვეს

ბათუმში სატვირთო ავტომობილები გაძარცვეს

0 821

გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე სატვირთო ავტომობილები გაძარცვეს. მძარცველებმა აკუმულატორები და მანქანის სხვა ნაწილები მოიპარეს. მომხდარის შესახებ სატვირთოების მეპატრონეებმა დილით შეიტყვეს, როცა ისინი სამსახურში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრული პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულ ფაქტზე მოკვლკევა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე  მუხლით  მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

„ახალი აკუმულატორი, რომელიც ორი დღის წინ შევიძინე 400 ლარი დამიჯდა. ახლა რა ვქნა? ვინმე დამეხმარება? ეს მანქანა ჩემი ოჯახის ლუკმა პურია” – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მამია შაინიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი