ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

    0 909

    ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში დააკავეს. ბრალდებული 1947 წელს დაბადებული მუსტაფა ბესიკჩია. მას თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით რამდენიმე მუხლით ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, 2009 წლის 2 სექტემბერს ქალაქ რიზეში მუსტაფა ბესიკჩიმ დანის გამოყენებით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა თურქეთის მოქალაქე თუნჩაი იენიგუნს. ამ დროისათვის დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი