ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედისგან მიტოვებული ჩვილი იპოვეს

    0 1291

    ბათუმში მიტოვებული ჩვილის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ”112”-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედისგან მიტოვებული ჩვილი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მივიდნენ.
    უწყების ინფორმაციით, 8 თვის ჩვილი დედამ ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი გუშინ საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფრო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გამოიძახეს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
    მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეპატრონე, სადაც მიტოვებული ბავშვი იპოვეს, აცხადებს, რომ საცხოვრებელი ფართი მან 10 დღის წინ გააქირავა. ბინაში ქალბატონი 2 შვილთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, ბოლოს იგი გუშინ ნახეს.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი