აჭარის მთავრობამ ფილმების გადაღების დაფინანსება გაზარდა

    0 788

    აჭარის მთავრობამ კინემატოგრაფიის სტიმულირების მიზნით, კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება გაზარდა. კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დაფინანსებაზე უკვე გამოცხადებულია. კონკურსის პირობების მიხედვით, ერთ კინომწარმოებელზე მაქსიმუმ 80 000 ლარი გაიცემა, კონკურსის ფონდი კი 400 000 ლარს შეადგენს. შარშან 8 ფილმის გადაღება 240 000 ლარით დაფინანსდა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი