მთავარი საზოგადოება Human Rights Watch 2015 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს,რომელიშიც საქართველოზეცაა საუბარი

Human Rights Watch 2015 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს,რომელიშიც საქართველოზეცაა საუბარი

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch 2015 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ანგარიშში  აღნიშნულია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფაქტები.

Human Rights Watch საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებასა და ასევე ე.წ. კაბელების საქმეს ეხმაურება.

“წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას კვლავ გარკვეული კითხვებია შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით,” – წერია ანგარიშში, სადაც ქრონოლოგიურად არის აღწერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალი და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების დაყადაღება. აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა  შეშფოთება გამოხატეს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით და მოუწოდეს ხელისუფლებას, მკაცრად დაიცვას პროცესის სათანადოდ მიმდინარეობა.

კონკრეტული შემთხვევების ჩამონათვალში მოხვდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის დაკითხვაც. ასევე გიგი უგულავას დაკავება მორატორიუმის პირობებში.Human Rights Watch ყურადღებას ამახვილებს მოქმედი ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებულ გამოძიებაზეც.

“პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, რითაც შეილახა ეფექტური დაცვის განხორციელების უფლება,” – წერია ანგარიშში. აქვე საუბარია ნუგზარ წიკლაურსა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზეც და წერია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი