მთავარი სამართალი ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

0 925

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქობულეთის გამგეობის თანაშრომლის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ოთარ ნაკანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა კერძო კომპანიის წარმომადგენელს, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს დარღვევით შესრულების შემდეგ, კომპანიის შავ სიაში შეუტანლობის და მომავალში შესრულებელი სამუშაოების მუნიციპალიტეტისთვის უპრობლემოდ ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი