მთავარი ეკონომიკა „ქართული საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზრის არაადეკვატურია“

„ქართული საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზრის არაადეკვატურია“

0 1491

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის განცხადებით, ქართულ  ბაზარზე ბოლო ერთი წლის საწვავის ფასების ცვალებადობა არანაირ თანხვედრაში არ მოდის მსოფლიო ფასებთან.

„დღეის მდგომარეობით მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 48$ შეადგენს. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. ანუ წინა წლის ივნისის თვიდან დღემდე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 58 % არის შემცირებული. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამ და მოპოვების გაზრდამ გამოიწვია. საქართველოშიც რამდენჯერმე შემცირდა საწვავზე ფასები, მაგრამ საკითხავია, თუ რამდენად ადეკვატურია ეს შემცირება მსოფლიო ბაზრის ფასებთან. 2014 წლის ივნისის თვიდან დღემდე საქართველოში საწვავზე ფასი საშუალოდ 15-18% არის შემცირებული, ხოლო მსოფლიო ბაზარზე კი როგორც ზემოთ ავღნიშნე 58%-ით.“- განაცხადა პაატა ბაირახტარმა. 

„აფბა“-ა მოითხოვს კონკურენციის სააგენტომ გაასაჯაროოს საწვავის ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიში, დააჩქაროს საწვავის ბაზრის კვლევა და საბოლოო ანგარიში დადოს, რადგან  ბაზარზე აშკარად იკვეთება ოლიგოპოლიური ნიშნები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი