მთავარი საზოგადოება საპროტესტო აქცია ლოზუნგით: ,,სწავლა სინათლეა უსწავლელობა ბიძინა “

საპროტესტო აქცია ლოზუნგით: ,,სწავლა სინათლეა უსწავლელობა ბიძინა “

0 1241

„უნივერისტეტი არ იყიდება“, „პრემიებზე ფული დაგაკლდათ“, „სწავლა სინათლეა უსწავლელობა ბიძინა“, – ამ ლოზუნგებით დღეს ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და სტუდენტებმა ტექნოლოგიური უნივერისტეტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. სადაც ისინი აჭარის მთავრობას მოუწოდებდნენ ხელი შეუშალოს შენობის გასხვისების თბილისში მიღებულ გადაწვეტილებას.

10934199_879038328785910_2046552362_n

აქციის მონაწილეების განცხადებით, უნივერსიტეტის გაყიდვის უკან ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ბათუმში ტექნოლოგიური უნივერისტეტის ფუნქციონირების წინააღმდეგია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რობერტ ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით არასწორია, ვინაიდან რეგიონში ინვესტივიციების განხორციელებას უმაღლესი საგანმანათლებო შენობების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

180289_576766109020441_17521483_n (1)

აჭარის მთავრობის თამვჯდომარის განცხადებით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ უნივერსიტეტით 2 ინვესტორია დაინტერესებული. არჩილ ხაბაძის თქმით, შენობა საქრთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი