მთავარი კულტურა მუსიკა რუსული ესტრადის ვარსკვლავების პროკრემლისტური მუსიკალური ნომერი საახალწლო შოუზე

რუსული ესტრადის ვარსკვლავების პროკრემლისტური მუსიკალური ნომერი საახალწლო შოუზე

31 დეკემბრის რუსულ საახალწლო შოუზე, ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ვალერიას, გაზმანოვისა და კობზონის მუსიკალური ნომერი, რომელიც სანქციებს შეეხებოდა, კონკრეტულად კი იმ ფაქტს, რომ ლატვიამ რუსული ესტრადის ზოგიერთი წარმომადგენელი დაბლოკა იურმალას მუსიკალური ფესტივალის პროგრამაში. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კონფლიქტს. აღსანიშნავია, რომ მომღერლები, რომლებსაც ‘ახალ ტალღაზე’ გამოსვლის საშუალება არ მიეცათ, გამოირჩევიან პროკრემლისტური პოზიციით.

ჰჰჰჰ

ამასთან დაკავშირდებით, სწორედ 2015 წლის სპეციალურ საახალწლო გადაცემაში, რუსული ესტრადის გავლენიანი სამეული- ვალერია, კობზონი და გაზმანოვი სანქციების შესახებ სიმღერით გამოვიდნენ მაყურებლის წინაშე. სიმღერა ერთგვარი შარჟი იყო რეალური გარემოებების – “ძმებო, მათ არ მოსწონთ ჩვენი სახეები” – ეს იყო ფრაზა, რომელიც ხშირად ჟღერდა სიმღერის ტექსტში.

ჰჰჰჰჰჰ

შოუზე მიწვეული სტუმრები საკმაოდ კმაყოფილნი დარჩნენ ამ ნომრით, მათ შორის, რუსეთში მოღვაწე მომღერლები – სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია, რომელთა დადებითი ემოციები კარგად ჩანს ვიდეოში.

ჯკჰსკჰს

ჯჰჯკჰ

ვიდეოს youtube-ზე უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს და კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოება, და მათ შორის რუსული საზოგადოება,  ცალსახად უარყოფითად აფასებს რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელთა ამ პოზიციას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი