მთავარი საერთო რას ითხოვს მარიამ კოჩალიძის დედა?!

რას ითხოვს მარიამ კოჩალიძის დედა?!

0 921

მარიამ კოჩალიძის მკვლელის დაკავების შესახებ გაიგო მისმა დედამ. ჟუჟუნა ბერიძე საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობა რელიგიური ნიშნით მოხდა. „სასამართლო პროცესით მე უკმაყოფილო დავრჩი. იმის შემდეგ ბევრჯერ მივმართე აჭარის პროკურატურას, ასევე საქართველოს პროკურატურას. პრემიერ მინისტრის პირადად ნახვაც მინდოდა, რადგან ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი იმ დროს. მაშინ თქვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა საქმეს. თუ ჩვენ ვერ დავიჭერთო, მაშინ აქ დაპატიმრებულ ირანელებზე გავცვლითო. პირადად იმიტომ მინდოდა მენახა, რომ მეთქვა-სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვიყავი. ახლოსაც არ მიმიშვეს. მაშინაც კი, როცა ვუთხარი, რომ მარიამ კოჩალიძის დედა ვიყავი. მხოლოდ პრესსამსახურმა მიმიღო. არ შემიშვეს მაინც. სამჯერ ჩავედი თბილისში, უპენსიო და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალი. მინისტრს მაშინ არც წაუკითხავს ჩემი წერილი. ამას იქედან მივხვდი, რომ ჩვენი პრეროგატივა არ არის ამ საქმის გახსნაო-მიპასუხეს. მთელი სასამართლო პროცესი დაყაჩაღების ბრალდებით მიდიოდა. ამის საფუძველზევე მიუსაჯეს. მარიამ ყველა ნივთი იქვე ქონდა: ტელეპონიც, კალამიც, ველოსიპედიც ახლოს ნახეს მიყუდებული. მარტო ჯვარი წაიღო მკვლელმა, ისიც მოჭრილი იყო თოკიდან, ამით ჩვენ მკვლელმა დაგვანახა, რომ სწორედ ჯვრის გამო გამოჭრა ყელი. ქვაც ხომ დაადო ზურგზე. თუ ის ფსიქიურად დაავადებული იყო, რატომ მაინცდამაინც მზის ჩასვლამდე მოკლა, რატომ მაინცდამაინც საღამოს შვიდის ნახევარზე, 22 ივნისს, რამაზანის მეთხუთმეტე დღეს, ზუსტას ის დღე, როცა მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსააა და ეს ხდება 4 წელიწადში ერთხელ, ამდენი რამ როგორ გათვალა, თუ ეს არ არის რელიგიური ნიშნით ჩადენილი? ვინ დაავალა და ვისი შეკვეთით იყო ჩამოსული. მე ვფიქრობ, რომ ამის უკან ვიღაც დგას, ვინც დაავალა ასეთი ჭკვიანი ბავშვის მოკვლა. ამით სახელმწიფოს მოაკლეს ერთი ჭკვიანი მართლმადიდებელი“.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი