მძარცველმა ბათუმში ქალი დაჭრა

    0 941

    გუშინ ბათუმში შუახნის ქალბატონი დაჭრეს. ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტიდან გამოსულ ქალს მამაკაცი თავს დაესხა. თავდამსხმელმა ქალბატონს ცივი იარაღით თავისა და ხელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრული პოლიციის თანამმშრომლები, თუმცა მძარცველმა მიმალვა შეძელო.
    დაზარალებული მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაეწია. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა სავარაუდოდ ძარცვის მიზნით მოხდა. თავდასხმელი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი