მთავარი კულტურა ლიტერატურული კონკურსი “საბა” იწყება

ლიტერატურული კონკურსი “საბა” იწყება

0 962

თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან უკვე შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს.

განაცხადების მიღება 5 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც “საბას” ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

unnamed (1)

წელსპრემია „საბას“ დაჯილდოება მეცამეტედ იმართება. მასზე დასახელდება გასული წლის  საუკეთესო წიგნები და ავტორები, 10 ნომინაციის მიხედვით:

1.      საუკეთესო რომანი

2.      საუკეთესო პოეტური კრებული

3.      საუკეთესო პროზაული კრებული

4.      საუკეთესო პიესა

5.      საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6.      საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7.    საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8.      უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9.      ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10.  პრემია„საბა“ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ჟიური მუშაობას 15 თებერვლიდან შეუდგება. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება დაჯილდოების ცერემონიამდე, სადაც საზოგადოება, გამარჯვებული ავტორების ვინაობასთან ერთად, ჟიურის წევრთა ვინაობასაც შეიტყობს.

საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს, 44 ათასი ლარია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი