მთავარი თვითმხილველი იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს

იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს

სოფელ ყარიფალაში, საკუთარი შვილის საფლავზე მყოფი იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს.  გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მან შვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა. ახლობლებისა და ადვიკატის განცხადებით საფლავი დანაღმული იყო.

გარდაცვლილის და, მანანა ვაზაგაშვილი თვითმკვლელობის და თავის აფეთქების ფაქტს გამორიცხავს. მისი განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მოკლეს.

ამ ფაქტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი, მისი თქმით საქმის გამოძიება დაწყებულია და პროკურატურამ უსწრაფესად უნდა შეძლოს ყველაფრის გარკვევა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი