იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ბათუმში გამოეხმაურნენ

    0 1439

    ბათუმელებმა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ბათუმში ევროპის მოედანზე სამოქალაქო სოლიდარობის აქცია გამართეს. შეკრებილებმა ხელისუფლებას ფაქტის დროულად და ობიექტორად გამოძიებისკენ მოუწოდეს.
    აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ლორია აცხადებს, რომ გუშინ მომხდარი ფაქტი პირდაპირი მესიჯია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს: – იური ვაზაგაშვილი ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის იბროძა. ვფიქრობ, რომ ეს არის ერის და ქვეყნის სირცხვილი. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უამრავ ადამიანს ხვრეტდნენ და ქუჩაში ყრიდნენ. პირები, რომლებიც ამას ასრულებდნენ დღეს ძალოვანი უწყებების მაღალ თანამდებობებს კვლავ იკავებენ.”

    10364040_776179972418728_417956370899040074_n

    სოლიდარობის აქციის მონაწილე ვახტანგ მითაიშვილი ხელისუფლებას მამა-შვილის გარდაცვალების ფაქტის დროული და ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს .
    მოგვიანებით აქციას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საკრებულოს დეპუტატები შეუერთდნენ.
    შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის მორიგი აქცია თბილისში შაბათს გაიმართება.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი