მთავარი მეცნიერება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ

უფროსი მედდის შრომის ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება და 850 ლარს შეადგენს, ხოლო უმცროსი მედდის ხელფასი 125 ლარით, 750 ლარამდე გაიზრდება.

დავით ნარმანიას განცხადებით, ცენტრის სამედიცინო ბრიგადებისთვის ეს ხელფასების ზრდის მეორე ეტაპია. „მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენს სისტემაში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ვუთხრა, რომ თბილისის მერია ყოველთვის იზრუნებს მათზე და მათთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს“, – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მთავრობამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროს და უმცროს ექიმებს, ასევე მძღოლებს შრომის ანაზღაურება 2014 წლის სექტემბერში გაუზარდა. უფროსი ექიმის ხელფასი განისაზღვრა 1300 ლარამდე, უმცროსი ექიმის 1000-1100 ლარით, ხოლო მძღოლების 800-1000 ლარით, რაც დამოკიდებულია მორიგეობის საათების რაოდენობაზე. ნარმანიას თქმით, სწორედ მაშინ გაიცა დაპირება მედდებისათვის ხელფასების გაზრდის შესახებ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი