ვალერიან თელია კოჩალიძის მკვლელის დაკავებას ეხმაურება

    0 729

    16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელის დაკავებას გამოეხმაურა აჭარის შს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი. ვალერიან თელია მკვლელობის დროულ გამოძიებისათვის აჭარის შსს თანამშრომლებს მადლობას უხდის.
    “არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ფაქტს ირანში. ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თეირანის ინტერპოლმა დაუდასტურა.
    რუინთან მოჰამადამინს საქართველოს კანონმდებლობით უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს და ის ირანში ამჯერად, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
    მინდა იმ რამდენიმე მედიასაშუალებას მივმართო, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ 2013 წლის ზაფხულში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ გამოძიებას და ე.წ ჟურნალისტურ საგამოძიებო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ასევე მინდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ნაწილს მივმართო, რომლებმაც გამოძიების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს. იქნებ მათ ახლა მაინც ირწმუნონ, რომ გამოძიებამ მაშინ საზოგადოებას მხოლოდ სიმართლე აცნობა და თითოეულმა სამართალდამცველმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 16 წლის გოგონას შემზარავი მკვლელობის ფაქტი დროულად ყოფილიყო გამოძიებული. იმედი მაქვს, მომავალში მაინც, ასე ხელაღებით ეჭვს აღარ შეიტანენ პოლიციის მუშაობაში და მხოლოდ ვარაუდებით არ გააჩენენ საზოგადოებაში უნდობლობას სამართალდამცველების მიმართ.
    მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინიტროს, აჭარის მთავარი სამმართველოს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს და აჭარის პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს იმისათვის, რომ ასეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირი დროულად ყოფილიყო დადგენილი და არ დარჩენილიყო დაუსჯელი”. – აღნიშნა თელია.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი