მთავარი უცხოეთის ამბები ევროპა ტერორიზმთან ბრძოლისთვის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ევროპა ტერორიზმთან ბრძოლისთვის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ევროპა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მან ანტიტერორისტური რეიდები განახორციელა ისლამური ბოევიკების წინააღმდეგ. ოცი ადამიანი დაიჭირეს ბელგიაში,საფრანგეთსა და გერმანიაში. რამოდენიმე ქვეყანა ანტიტერორისტულ რეიდებში მაშინ ჩაერთო, როდესაც პარიზში ტერორისტული დავდასხმა მოხდა.
რაც შეეხება ბელგიაში მომხდარ ინციდენტს.
ხუთ ადამიანს ბრალი წაეყენა ხუთშაბათის ანტიტერორისტური რეიდის განხორციელების დროს. აქედან ორი მოკლულია პოლიციელების მიერ შეტაკების დროს. გამოძიების მიერ იქნა ამოღებული ცეცხსასროლი იარაღები,ასაფეთქებელი მოწყობილობები, პოლიციის უნიფორმები და დიდი ოდენობით ფული. პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერიკ ვან დერ სპაიტმა ინტერვიუს დროს განაცხადა: ”მათ განზრახული ჰქონდათ მოეკლათ პოლიციელები ქუჩაში და პოლიციის განყოფილებებში” პოლიციამ სულ ოცდაათი ადამიანი დაიჭირა,თუმცა მხოლოდ ხუთს წაეყენება ბრალი.
რა ხდება გერმანიაში
პარასკევის რეიდში პოლიციამ ორი ადამიანი დაიჭირა. ერთ-ერთი იყო თურქეთისა და რუსეთის ექსტრემისტული ჯგუფის წევრი. მათ უნდა განეხორციელებინათ ტერორისტული დავდასხმები სირიაში. თუმცა რა მიზნები ჰქონდათ გერმანიაში ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი