მთავარი თვითმხილველი ბათუმში ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას ავტომობილი დაწვეს

ბათუმში ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას ავტომობილი დაწვეს

ბათუმში, რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, მანქანა ერთ-ერთ ბიზნესმენს ეკუთვნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე ბენზინიანი ბოთლებიც იპოვეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და მანქანა უკვე სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. საქმეზე ძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი