ბათუმის ”შუქურასთან” მშენებლობას აპროტესტებენ

    0 1357

    ბათუმის ”შუქურასთან” მიმდინარე მშენებლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე, რაიმე სახის მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია. ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, აღნიშნული მშენებლობის შესახებ საინფორმაციო დაფა განთავსებული არ არის. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მშენებლობის პროცესი უნდა შეწყდეს და შესაბამისმა უწყებებმა ნებართვის გაცემის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დააყენონ.

    40_big

    ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის განცხადებით, ,,შუქურას“ დამხმარე ნაგებობის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა, რომელიც სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ მოთხოვნით გაიცა, კანონიერია, რადგან ,,შუქურა“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი რეკონსტრუქციის ან სხვაგვარად გამოყენების თაობაზე ნებართვას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გასცემს, ხოლო რაც შეეხება დამხმარე ნაგებობას, ის ცალკე საკადასტრო ერთეულია და ნებართვის გაცემის კუთხით კომპეტენტურია ქალაქის მერია”.
    შეგახსენებთ, რომ ბათუმის ”შუქურა” 1863 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დეკემბერში მიიღო.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი