ამ წუთებში ბათუმთან ახლოს ტყე იწვის

    0 1942

    ერგეში კაშხალთან, ტყის ნაწილს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძრის კერამდე სახანძრო მანქანები ვერ აღწევს და მეხანძრეები საკუთარი ძალებით ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ . აღსანიშნავია, რომ ცეცხლის გაძლიერებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.
    სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შესახებ ზარი საღამოს 19:30 სთ-ზე განხორციელდა,ამ დროისათვის ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი