მთავარი კულინარია ორიგინალური სალათა

ორიგინალური სალათა

0 2429

გვიახლოვდება ახალი წელი, შესაბამისად ვისაც საახალწლო სუფრაზე ფიქრი დაწყებული გაქვთ, გთავაზობთ ორიგინალური და უგემრიელესი სალათის მომზადების  რეცეპტს.

 სალათის მოსამზადებლად საჭიროა

შემდეგი ინგრედიენტები:

–ქათმის ფილე–300გრ.

–სოკო შამპინიონი–250გრ

–ხახვი–1თავი

–სტაფილო–2-3 თავი

–ვაშლი–1-2 ცალი

–კვერცხი–3ცალი

–მაგარი ყველი–150გრ.

–კაკალი–100გრ

–მაიონეზი–200გრ.

–კამა–1შეკვრა

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ეს სალათი უნდა მოვაწყოთ ფენებად და ყველა ფენას გადავუსვათ მაიონეზი.

1)მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავჭრათ პატარა კუბიკებად.ეს იქნება პირველი ფენა.

2)მეორე ფენა–შამპინიონი დავჭრათ და მოვთუშოთ ხახვთან ერთად.

3)მესამე ფენა–2 სტაფილო მოვხარშოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

4)მეოთხე ფენა–გავფცქვნათ ვაშლი და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

5)მეხუთე ფენა–დავჭრათ კაკალი და მოვაყაროთ.

6)მეექვსე ფენა–კვერცხის გულები მოვახეხოთ.

7)მეშვიდე ფენა–ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

8)მეერვე ფენა–კვერცხის ცილა გავხეხოთ და მოვაყაროთ ბოლო ფენად.

გვერდებზე მოვრთოთ დაჭრილი კამით, ხოლო თავზე ბაფთას გავაფორმებთ ცოცხალი სტაფილოთი და პატარა პომიდორებით, რომელსაც ვჭრით შუაზე და ოხრახუშის ფოთლებით.

 

გემრიელად მიირთვით!

 

ავტორი: ლელა  ჩაჩანიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი