მსოფლიო ბრენდმა „კემპინსკიმ“ შესაძლოა ბათუმში მშენებარე სასტუმროს მართვაზე უარი თქვას

    0 1131

    გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ბრენდმა „კემპინსკიმ“ შესაძლოა ბათუმში მშენებარე სასტუმროს მართვაზე უარი თქვას. საკითხთან დაკავშირებით, დღეს აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ კომენტარი გააკეთა. არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ოფიციალურ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ფლობს. მისთვის ასევე უცნობია, თუ რატომ მიიღო ბრენდის წარმომადგენლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება. „ კომპანიის შიდა მენეჯმენტის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ „კემპინსკის“ შემოსვლა ჩვენი რეგიონისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. შევეცდებით თუ ჩვენი ჩარევით მოხერხდება საკითხის მოგვარება, თუმცა არც ის ვიცით არის თუ არა პრობლემა, შეიძლება სხვა ბრენდი შემოდიოდეს. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არის გაფორმებული, არ არის მითითებული, რომ უნდა იყოს „კემპინსკი“. შესაბამისად კომპანიას აქვს არჩევანის საშუალება,“- აღნიშნა მან.
    პროექტს, რომელსაც ბათუმში ავსტრალიური კომპანიის ქართული შვილობილი კომპანია „ჯი-აი-ემ-ჯი” ანხორციელებს 2016 წლისათვის ამოქმედდება, რომლის ინვესტიციის მოცულობა 150 მილონ დოლარს შეადგენს.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი