მომავალ წელს სასწრაფო დახმარების მუშაკთა ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება

    0 979

    ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ბათუმში სასტუმრო რედისონში პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ეძღვნება პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერებას საქართველოში. ჯანდაცვის სამინისტრი, თბილისის მერია და აჭარის ჯანდაცვა მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ საუბრობენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველაზე წარმატრებულ პროექტად დაასახელა. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამას, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, დღის წესრიგში დგას დაგვიანების, ხარისხის ამაღლებისა და ავტოპარკის განახლების საკითხი. მისი თქმით, მიმდინარეობს მედპერსონალის გადამზადება, მომავალ წელს კი მათი ხელფასები 30 %-ით გაიზრდება.
    დღესვე ჯანდაცვის კომიტეტი შეიმუშავებს 2015 – 2016 წლების სტრატეგიულ გეგმას.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი